ფოთში, ტრანსმისიულ დაავადებათა გადამტანი მწერების გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები მიმდინარეობს

  • ფოთის მერიის ინფორმაციით, ფოთში, ტრანსმისიულ დაავადებათა გადამტანი მწერების (კოღოების) გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, ბიოლოგიური პრეპარატით მუშავდება ქალაქის ქუჩები, პარკის ტერიტორია, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სარდაფები და სადარბაზოები, წყალსატევები.

“მწერების გავრცელების საწინააღმდეგო სამუშაოები, უსაფრთხოების წესების დაცვით, ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტების ჩართულობით ხორციელდება.

ქიმიური დეზინფექცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული ეკოლოგიურად უსაფრთხო ინსექტიციდით – ,,სოლფაკით” მიმდინარეობს.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.