ფოთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, იმერეთში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში, ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის 5 ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდარღვევები გამოვლენილია ტყიბულის, ხონისა და ვანის მუნიციპალიტეტებში, მდინარეებზე: წყალწითელაზე, სულორსა და კუხაზე. ქალაქ ფოთში, მდინარე კაპარჭინაზე და კასპის მუნიციპალიტეტში მდინარე მტკვარზე.

უწყების ცნობით, ვინაიდან ხუთივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.