- ფოთში, 28 თებერვალს, უფასო სამედიცინო კვლევები ჩატარდება.
აქციის ფარგლებში, მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალის ,,მედცენტრის” მაღალკვალიფიციური ექიმები მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო კვლევებს ჩაატარებენ.
პაციენტებს 11:00-საათიდან 17: 00-საათამდე შეეძლებათ ისარგებლონ შემდეგი სამედიცინო სერვისების მომსახურებით:
რინოსკოპია, ოტოსკოპია, ფარინგოსკოპია, ტონომეტრია, ოფთალმოსკოპია, მხედველობის განსაზღვრა, სათვალის შერჩევა.
გამოკვლევების ჩასატარებლად წინასწარი რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის.
მისამართი: ქალაქი ფოთი, აღმაშენებლის N 16 (ქალაქ ფოთის N 15 საჯარო სკოლის შენობა).

