- ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში, წმინდა ნინოს ქუჩაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის სრული რეაბილიტაცია დასრულდა.
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი სამუშაოები:
სახურავის მოწყობა;
ფასადის რეაბილიტაცია;
ბინის თბოიზოლაცია;
ფასადის განათება;
ფასადზე ფრანგული აივნების მოწყობა.
წლის ბოლომდე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგეგმილია შემდეგ მისამართებზე:
ნაბადის უბანში – ჭავჭავაძის ქუჩაზე;
მალთაყვის უბანში – გურიის ქუჩაზე;
ცენტრის უბანში – ნინოშვილის ქუჩაზე (ე.წ. გრუზრიბის ბინები).