- ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში, 16 და 17 მარტს, უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება.
აქციის ფარგლებში ფოთის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება ჩაიტაროს შემდეგი უფასო გამოკვლევები:
- ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ქალბატონებისთვის (მამოგრაფია, საჭიროების შემთხვევაში ექოსკოპია);
- საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-60 წლის ქალბატონებისთვის;
- კოლორექტული კიბოს სკრინინგი;
- პროსტატის კიბოს სკრინინგი (PSA განსაზღვრა სისხლში – საჭიროა ექიმის მიმართვა);
- არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგი;
- B და C ჰეპატიტების, ასევე აივ/შიდსის სკრინინგი.
სკრინინგის ჩატარებისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.
რეგისტრაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 551 11 75 74.
მისამართი: ქ. ფოთი, აღმაშენებლის ქ. №55, ახალგაზრდული ჰაბი.
უფასო სკრინინგის აქცია ხორციელდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით.

