ფოთში CENN-ის ორგანიზებით, საგანმანათლებლო ახალგაზრდული ღონისძიება ჩატარდა

  • “მწვანე ჩემპიონების პროგრამის” ფარგლებში, CENN-ის ორგანიზებით, რამდენიმე სახალისო და საგანმანათლებლო ახალგაზრდული ღონისძიება ჩატარდა ფოთში.

ფოთის სკოლაში დამონტაჟდა უახლესი ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სენსორი და პლანშეტი, სადაც რეალურ დროში გამოჩნდება ჰაერის მონაცემები.

სენის ინფორმაციით, საინფორმაციო შეხვედრაზე კი სტუმრებმა გაიგეს, როგორ მუშაობს სისტემა, როგორ იკითხება მონაცემები და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ჯანსაღი გარემოსთვის.

პროგრამის ფარგლებში, ფოთში GLOW კლუბის ახალგაზრდები შეიკრიბნენ სემინარზე, სადაც განიხილეს ცირკულარული ეკონომიკის, ნარჩენების მართვისა და ეკო ფემინიზმის თემები. ასევე გაიმართა ეკო ხელოვნების მასტერკლასი, სადაც მონაწილეებმა თავად მოხატეს ეკო ჩანთები და თერმო ჭიქები. აქტივობა მიზნად ისახავს ნარჩენების შემცირებას და გარემოზე ზრუნვის პოპულარიზაციას.

ინიციატივა განხორციელდა დანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, პროექტის „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ ფარგლებში.