26 მაისი ფოთში

  • ფოთში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.

ცენტრალურ მოედანზე მთელი დღის განმავლობაში კულტურული, სპორტული, საბავშვო თუ გასართობ-შემეცნებითი აქტივობები მიმდინარეობს.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს დაათვალიეროს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თემატიკაზე შექმნილი ისტორიული ინსტალაციები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის მიერ წარმოდგენილი საგამოფენო და საინფორმაციო სტენდები, სპეცტექნიკა და აღჭურვილობა, სასაზღვრო პოლიციის ახალი ვერტმფრენი, საზღვაო აკადემიის სივრცე.

17:10 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გაჟღერდება საქართველოს ეროვნული ჰიმნი.

18:00 საათიდან გაიმართება საზეიმო კონცერტი,სადაც მონაწილეობენ: ცისანა სეფიაშვილი, ჯემალ სეფიაშვილი, მარიკა თხელიძე, ნინი ქარსელაძე, გია ნიკოლაძე, კახა კუხიანიძე, მაგდა ნიკოლეიშვილი, „ქუჩის ბიჭები“.