5 ფოთელი სტუდენტი ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიატი გახდა

  • საზღვარგარეთ არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული 5 ფოთელი სტუდენტი ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიატი გახდა.

სასტიპენდიო პროგრამის პირობების თანახმად, კონკურსში გამარჯვებული თითოეული სტუდენტი მიიღებს 2000 ლარის ოდენობის ფულად ჯილდოს. პროგრამის სამიზნე აუდიტორიაა საზღვარგარეთ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული, აკადემიური მოსწრების საუკეთესო შედეგის მქონე ფოთელი სტუდენტები.

საზღვარგარეთ არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული ფოთელი სტუდენტებისთვის სტიპენდია გაიცემა წელიწადში ერთხელ.

პროგრამის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული ფოთელი ახალგაზრდების ფინანსური წახალისება და მათი განათლების ხელმმისაწვდომობის გაზრდა.

ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს