წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

  • გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს:

“გაცნობებთ, რომ ქალაქ ფოთში, კლიმატური პირობებისა და წყლის მოხმარების მკვეთრი ზრდის გამო, დაფიქსირდა წყლის დებიტის შემცირება, რაც გავლენას ახდენს სისტემის სრულფასოვან მუშაობაზე. „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ტექნიკური ჯგუფები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ იმისთვის, რომ წყალმომარაგება ქსელში შენარჩუნდეს და მოსახლეობას წყალი მინიმალური შეფერხებით მიეწოდოს. სამუშაოების მიმდინარეობისას შესაძლებელია წყლის წნევის პერიოდული ცვლილება. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.”-ნათქვამია განცხადებაში.