ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

  • ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო.

“ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებს საშუალება ეძლევათ წარმოადგინონ პროექტები და ინიციატივები დაფინანსების მოსაპოვებლად.

საკონკურსო პროექტების სამიზნე ​აუდიტორიაა​ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდები.

ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს.”-ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი ახორციელებს.