ფოთის მერიაში სტაჟირების პროგრამა იწყება

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყევტილებით, 2025 წლის სექტემბრიდან ცხადდება 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში გამოცხადებულ სტაჟირების კონკურსში მონაწილეობისათვის, მსურველთა განაცხადების მიღება დღეს, 1 სექტემბრიდან დაიწყო და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

სტაჟირების პროგრამა 3 თვიანია და და მოიცავს 1 ოქტომბრიდან-31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს.

პროგრამის ფარგლებში, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ, ანაზღაურებადი სტაჟირებისათვის 11 ვაკანტურ პოზიციაზე გამოაცხადა კონკურსი.

იხილეთ ვაკანსიების ჩამონათვალი:

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილების სტაჟიორი – https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/94042…

ქალაქ ფოთის მუნიციაპლიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების სტაჟიორი-

https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/94046…

ქალაქ ფოთის მუნიციაპლიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის სტაჟიორი-

https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/94048…

ქალაქ ფოთის მუნიციაპლიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის სტაჟიორი –

https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/94043…

ქალაქ ფოთის მუნიციაპლიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის სტაჟიორი-

https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/94053…

ქალაქ ფოთის მუნიციაპლიტეტის მერიის მდგრადი განვითარებისა და ინოვაციების სამსახურის ინვესტიციების მოზიდვის და ტურიზმის განყოფილების სტაჟიორი-

https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/94056…

ქალაქ ფოთის მუნიციაპლიტეტის მერიის მდგრადი განვითარებისა და ინოვაციების სამსახურის ინოვაციებისა და მუნიციპალური სერვისების განვითარების განყოფილების სტაჟიორი-

https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/94058…

ქალაქ ფოთის მუნიციაპლიტეტის მერიის ინფრასტუქტურის სამსახურის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო განყოფილების სტაჟიორი-

https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/94059…

ქალაქ ფოთის მუნიციაპლიტეტის მერიის ინფრასტუქტურის სამსახურის მშენებლობის ზედამხედველობის განყოფილების სტაჟიორი-

https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/94060…

პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში), ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვთ უმაღლესი განათლების პირველი, ან მეორე საფეხური 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი.

კანდიდატთა შერჩევის დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია სტუდენტის აკადემიური მოსწრება – GPA 2.8-4.0, ან/და ქულათა სისტემა 71-100 ქულის მაჩვენებელი.

შესარჩევი კონკურსი 2 ეტაპად განხორციელდება – პირველ ეტაპი გულისხმობს განაცხადების მიღებასა და გადარჩევას, ხოლო მეორე ეტაპი კანდიდატებთან გასაუბრებას.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტი უნდა ესტუმროს ვებგვერდს https://hr.gov.ge/ – გაეცნოს ინფორმაციას და შეავსოს აპლიკაცია ამავე პლატფორმაზე.