Blog

14-16 ივლისს დროგამოშვებით მოსალოდნელია ნალექი

გარემოს ეროვნული სააგენტო 14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის სესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. “ქ. თბილისში საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი,...

ფოთმა პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლებს უმასპინძლა

მალთაყვის სანაპიროზე პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლები გაიმართა. ასევე, ღონისძიების ფარგლებში, ორ წონით კატეგორიაში გათამაშდა საქართველოს ჩემპიონის ქამრები. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს ფოთელმა მოკრივეებმა. ბექა ჭუბაბრია საქართველოს ჩემპიონი გახდა, ხოლო ირაკლი ალანიძემ მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ღონისძიება გაიმართა საქართველოს სპორტის სამინისტროსა და ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით,...

ფოთი პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლებს უმასპინძლებს

11 ივლისს, 19:00 საათზე, მალთაყვის სანაპიროზე, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლები გაიმართება. ასევე, ორ წონით კატეგორიაში გათამაშდება საქართველოს ჩემპიონის ქამრები. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რინგზე ჩვენი ქალაქის ღირსებას ფოთელი მოკრივეები ბექა ჭუბაბრია და ირაკლი ალანიძე დაიცავენ. შეჯიბრის ორგანიზატორია საქართველოს პროფესიონალური კრივის ფედერაცია.

გივი მიქანაძე საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას ფოთის ივანე ჯავახიშვილის სახელობის N3 საჯარო სკოლაში გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას ქალაქ ფოთის ივანე ჯავახიშვილის სახელობის N3 საჯარო სკოლაში გაეცნო. ”მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცდები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, აბიტურიენტებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი, რომ ცოდნისა და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა მაქსიმალურად შეძლონ, მე და ჩემი მოადგილეები ვეწვევით ყველა საგამოცდო ცენტრს, რათა ადგილზე...

ფოთმა პირველად უმასპინძლა ჩოგბურთის ტურნირს – Poti Cup 2026-ს

საქართველოს ჩოგბურთის ასოციაციის ინიციატივით გამართულ ტურნირში სხვადასხვა რეგიონიდან 64 მოყვარული ჩოგბურთელი მონაწილეობდა. შეჯიბრება ერთეულთა და წყვილთა თანრიგებში გაიმართა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირის გამარჯვებულები ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ დააჯილდოვა.

საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადავადდა

ტექნიკური რეგლამენტის − სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 8 ივნისის №304 დადგენილებაში ცვლილება შევიდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილების თანახმად, საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადავადდა. სასურსათო...

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

დღეს, საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში ტარდება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 43 000-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული. ინფორმაციისთვის: საგამოცდო ცენტრები გახსნილია 12 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.

საგამოძიებო სამსახურმა კორუფციულ ფაქტებზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორ სხვადასხვა კორუფციულ ფაქტზე ორი პირი დააკავეს. “სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც დასაქმებული იყო ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისების ცენტრში, სამსახურებრივი მდგომარეობის...

ფოთში ქვიშის რაგბი გაიმართება

4-5 ივლისს, მალთაყვაში, ქვიშის რაგბიში მამაკაცთა შორის პროფესიონალთა ტურნირი გაიმართება. ტურნირი ტარდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ქვიშის რაგბის ფედერაცია და ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულმა აპლიკანტებმა საბოლოო არჩევანი 29 ივნისის ჩათვლით უნდა დაადასტურონ

2026 წლის საგაზაფხულო მიღების ფარგლებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საბოლოო პროცედურები 26-დან 29 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცნობით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულმა აპლიკანტებმა სასურველი არჩევანი მხოლოდ ერთ პროგრამაზე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პლატფორმაზე – vet.ge უნდა დაადასტურონ. „აპლიკანტები პლატფორმაზე ასევე მიიღებენ ინფორმაციას საკუთარი რეიტინგული ქულისა და რეიტინგულ...