2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო ეტაპი დღეიდან დაიწყო. სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, დასკვნით ეტაპზე მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს შესაძლებლობა აქვს, სასურველ საჯარო სკოლაში დარჩენილ თავისუფალ ან წინა ეტაპების დასრულების შემდეგ გამოთავისუფლებულ ადგილებზე ბავშვი 31 ივლისის ჩათვლით დაარეგისტრიროს. რეგისტრაციის მიზნით მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა სასურველ საჯარო...
საბაზო ზოგადი განათლების ატესტატების გაცემა დაიწყო
2025-2026 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულთათვის საბაზო ზოგადი განათლების (მე-9 და მე-10 კლასი) ატესტატების გაცემა დღეიდან დაიწყო. ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს. მათივე ცნობით, ატესტატის მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში. “2025–2026 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულები, რომლებიც...
უახლოეს დღეებში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტო 21-23 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექთან ერთად. “ქ. თბილისში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და...
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მორიგი ეტაპი 20 ივლისს დაიწყება
2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის V ეტაპი 20 ივლისს დაიწყება და 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ეტაპის ფარგლებში, პირველკლასელთა რეგისტრაცია განხორციელდება საჯარო სკოლებში დარჩენილ თავისუფალ ან წინა ეტაპების დასრულების შემდეგ გამოთავისუფლებულ ადგილებზე. “საჯარო სკოლებში არსებული თავისუფალი ადგილების, ცვლებისა და სექტორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია განათლების...
ფოთი „ფოთის ღია პირველობა აფროსნობაში 2026“-ს უმასპინძლებს
17- 19 ივლისს, ქალაქი ფოთი „ფოთის ღია პირველობა აფროსნობაში 2026“-ს უმასპინძლებს. საქართველოს აფროსნობის ფედერაციის ორგანიზებით დაგეგმილ რეგატაში თბილისის, ფოთისა და ბათუმის საიალქნო კლუბების აფროსნები მიიღებენ მონაწილეობას. რეგატა მალთაყვის სანაპიროზე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. ღონისძიების მიზანია აფროსნობის პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში სპორტის განვითარების ხელშეწყობა და ფოთის, როგორც საზღვაო...
17 ივლისს, ფოთში უფასო სამედიცინო სკრინინგის აქცია გაიმართება
17 ივლისს, 10:00 საათიდან, ფოთში უფასო სამედიცინო სკრინინგის აქცია გაიმართება. აქციის ფარგლებში ფოთის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, სრულიად უფასოდ ჩაიტაროს შემდეგი გამოკვლევები: ძუძუს კიბოს სკრინინგი; საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი; პროსტატის კიბოს სკრინინგი; სწორი ნაწლავის კიბოს სკრინინგი; B და C ჰეპატიტების კვლევა; აივ ინფექციის ტესტირება; ჰიპერტენზიის სკრინინგი;. მისამართი: ფოთის ჰოსპიტალი, გურიის ქ....
14-16 ივლისს დროგამოშვებით მოსალოდნელია ნალექი
გარემოს ეროვნული სააგენტო 14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის სესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. “ქ. თბილისში საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი,...
ფოთმა პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლებს უმასპინძლა
მალთაყვის სანაპიროზე პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლები გაიმართა. ასევე, ღონისძიების ფარგლებში, ორ წონით კატეგორიაში გათამაშდა საქართველოს ჩემპიონის ქამრები. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს ფოთელმა მოკრივეებმა. ბექა ჭუბაბრია საქართველოს ჩემპიონი გახდა, ხოლო ირაკლი ალანიძემ მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ღონისძიება გაიმართა საქართველოს სპორტის სამინისტროსა და ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით,...
ფოთი პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლებს უმასპინძლებს
11 ივლისს, 19:00 საათზე, მალთაყვის სანაპიროზე, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლები გაიმართება. ასევე, ორ წონით კატეგორიაში გათამაშდება საქართველოს ჩემპიონის ქამრები. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რინგზე ჩვენი ქალაქის ღირსებას ფოთელი მოკრივეები ბექა ჭუბაბრია და ირაკლი ალანიძე დაიცავენ. შეჯიბრის ორგანიზატორია საქართველოს პროფესიონალური კრივის ფედერაცია.
გივი მიქანაძე საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას ფოთის ივანე ჯავახიშვილის სახელობის N3 საჯარო სკოლაში გაეცნო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას ქალაქ ფოთის ივანე ჯავახიშვილის სახელობის N3 საჯარო სკოლაში გაეცნო. ”მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცდები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, აბიტურიენტებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი, რომ ცოდნისა და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა მაქსიმალურად შეძლონ, მე და ჩემი მოადგილეები ვეწვევით ყველა საგამოცდო ცენტრს, რათა ადგილზე...









