ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატი წყალსათხილამურო სპორტში საზეიმოდ დაიხურა. სამი დღის განმავლობაში, ფოთი, ევროპისა და აფრიკის წყალსათხილამურო სპორტის საუკეთესო წარმომადგენლებს მასპინძლობდა. ჩემპიონატში 20 ქვეყნის 120-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოს ღირსებას სამი ფოთელი სპორტსმენი - გენადი გურალია, ცოტნე ბერაია და გიორგი შონია იცავდა. ჩემპიონატის ფარგლებში გამარჯვებულები სამ...
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფოთში რესტორან ,,თევზის სახლს“ საწარმოო პროცესი შეუჩერა
სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, რესტორანი ,,თევზის სახლი“ (მისამართი: ქ. ფოთი გურიის ქ. N11) არაგეგმურად შეამოწმეს. ინსპექტირებისას ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები- ჰიგიენური ნორმების დარღვევა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. ასევე დარღვეული იყო მომხმარებლისთვის ზღვის პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი, მიკვლევადობის მოთხოვნები და ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში....
აბიტურიენტებისათვის 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის, ოსური ენის, ისტორიის, ქიმიის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და სამოქალაქო განათლების გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს აქვს საკუთარი ნაშრომის...
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფოთში რესტორანს ,,ჯარგვალი“ საწარმოო პროცესი შეუჩერა
სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს კვების ობიექტი შპს ,,ჯარგვალი 2026“ (მის: ფოთი, გურიის ქუჩა N220). ინსპექტირებისას ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები-არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. გარდა ამისა, დარღვეული იყო მიკვლევადობისა და ეტიკეტირების მოთხოვნები. ასევე, ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. "გამოვლენილი დარღვევბის გამო, ბიზნესოპერატორი...
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს გაიხსნება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპყრობის წესების, ვადებისა და მოპოვებისთვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ ბრძანების შესაბამისად, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი აგვისტოს მეოთხე შაბათს გაიხსნება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა ნებადართული იქნება 2026 წლის 22 აგვისტოდან 2027...
23 ივლისს, 23:00 საათიდან ფოთში მავნე მწერების საწინააღმდეგო თერმული დამუშავება დაიწყება
დღეს, 23 ივლისს, ფოთში, მავნე მწერების საწინააღმდეგო ღონისძიების ფარგლებში, თერმული ბოლით დამუშავდება დასახლებული პუნქტები. რეკომენდაცია უსაფრთხოებისათვის: თერმული ბოლით დამუშავებისას, დახურეთ კარები და ფანჯრები, არ დატოვოთ გარე სივრცეში პირადი ნივთები, მოერიდეთ გარე სივრცეში გადაადგილებას. ნისლის გაფანტვის შემდეგ შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს. თერმული ბოლით დამუშავების პროცესი დაიწყება 23:00 საათიდან.
ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას ტყეში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო ჰაერის ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით მოსახლეობას მოუწოდებს, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე გადაადგილებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოს და დაიცვას ტყეში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესები. როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, ზაფხულის პერიოდში ტყის ხანძრების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება, ხოლო ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი უმეტეს შემთხვევაში ადამიანთა...
ფოთში, სკრინინგ აქცია გაიმართა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ ფოთში, მასშტაბური სკრინინგ აქცია გაიმართა. აქციის მიზანი მოსახლეობაში პრევენციული მედიცინის პოპულარიზაცია, დაავადებების ადრეული გამოვლენა და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდაა. მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უფასოდ ჩაეტარებინათ სკრინინგული კვლევები ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, მსხვილი ნაწლავისა და პროსტატის კიბოს, ასევე B და...
მალთაყვის სანაპიროზე დასრულდა ფოთის ღია პირველობა აფროსნობაში
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მალთაყვის სანაპიროზე დასრულდა ფოთის ღია პირველობა აფროსნობაში. შეჯიბრი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ფოთის, ბათუმის და თბილისის საიალქნო კლუბები მონაწილეობდნენ. ფოთის აფროსანთა კლუბის სპორტსმენების შედეგები: OPTIMIST – საერთო ჩათვლა ემილია ჯაიანი - ბრინჯაოს მედალი; OPTIMIST – გოგონები ემილია ჯაიანი - ვერცხლის მედალი; ILCA 4 –...
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო ეტაპი დღეიდან დაიწყო
2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო ეტაპი დღეიდან დაიწყო. სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, დასკვნით ეტაპზე მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს შესაძლებლობა აქვს, სასურველ საჯარო სკოლაში დარჩენილ თავისუფალ ან წინა ეტაპების დასრულების შემდეგ გამოთავისუფლებულ ადგილებზე ბავშვი 31 ივლისის ჩათვლით დაარეგისტრიროს. რეგისტრაციის მიზნით მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა სასურველ საჯარო...










