ბექა ვაჭარაძე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და 4 წლიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

  • ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ბექა ვაჭარაძე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და 4 წლიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მერმა ფოთელებს გააცნო განხორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები ინფრასტრუქტურის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, ახალგაზრდობის, განათლებისა და სპორტის მიმართულებით.

ასევე, მან წარადგინა ქალაქის განვითარების სამომავლო გეგმები და ხედვები.

მერის ანგარიშის წარდგენას ფოთის, ხობისა და სენაკის დელეგატი გიორგი ხახუბია დაესწრო.