ზაზა კვიციანმა ინფრასტრუქტურული სამუშოები დაათვალიერეს

  • საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ ზაზა კვიციანმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ და ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ, ფოთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშოები დაათვალიერეს.

ფოთში ნიკოლაძის სანაპიროზე ახალი და თანამედროვე მულტიფუნქციური რეკრეაციული სივრცე ეწყობა. აღნიშნულ ლოკაციაზე ეწყობა საფეხმავლო ბილიკები, მცირე ზომის ამფითეატრი, მინი სპორტული მოედნები, შადრევანი, გამწვანებული სარეკრეაციო ზონები და მემორიალის დეკორატიული კედელი. მიმდინარეობს მდინარეზე არსებული პირსის რეაბილიტაცია.

აქტიური სამუშოები მიმდინარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების განახლების.

პროექტის ფარგლებში, სრულად რეაბილიტირდება ნინოშვილის ქუჩა №39 და №41 კორპუსების ფასადები. ასევე, ჭავჭავაძის ქუჩა №144 და გურიის ქუჩა №177 მდებარე საცხოვრებელი სახლების ფასადები.

ფოთში, ასევე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომელიც 16 ქუჩის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

ფოთში აღნიშნული პროექტები საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.

მიმდინარე პროექტებს ასევე გაეცნენ, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა, რეგიონული განვითარების სამინისტროს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მინდია ღლონტი და რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი გიგა მელია.

ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაცია ავრცელებს