“კუნძული დიდის“ უბანთან ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი და ნაპირაღდგენის სამუშაოები დასრულდა

  • ფოთში, „კუნძული დიდის“ უბანთან ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი და ნაპირაღდგენის სამუშაოები დასრულდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის მიზანია ქალაქში „კუნძული დიდის“ სანაპირო ზოლის დაცვა ზღვის ტალღური ზემოქმედებისაგან.

პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 8.9 მილიონი ლარია.