- ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ ალექსანდრე ტყებუჩავა გახდა. მის კანდიდატურას მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე 25-ვე წევრმა დაუჭირა მხარი.
თავმჯდომარის მოადგილეებად „ქართული ოცნებიდან“ ფოთის საკრებულოს წევრები მაია დოლბაია, სანდრო ქუშაშვილი და ზურაბ ბერაია აირჩიეს.

