ფოთში, 16 და 17 მარტს, უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება

  • ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში, 16 და 17 მარტს, უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება.

აქციის ფარგლებში ფოთის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება ჩაიტაროს შემდეგი უფასო გამოკვლევები:

  • ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ქალბატონებისთვის (მამოგრაფია, საჭიროების შემთხვევაში ექოსკოპია);
  • საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-60 წლის ქალბატონებისთვის;
  • კოლორექტული კიბოს სკრინინგი;
  • პროსტატის კიბოს სკრინინგი (PSA განსაზღვრა სისხლში – საჭიროა ექიმის მიმართვა);
  • არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგი;
  • B და C ჰეპატიტების, ასევე აივ/შიდსის სკრინინგი.

სკრინინგის ჩატარებისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.

რეგისტრაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 551 11 75 74.

მისამართი: ქ. ფოთი, აღმაშენებლის ქ. №55, ახალგაზრდული ჰაბი.

უფასო სკრინინგის აქცია ხორციელდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით.