ფოთში მცხოვრები დევნილი ბავშვებისთვის ცურვის შესწავლის უფასო პროგრამა იწყება

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფომაციით, ფოთში მცხოვრები დევნილი ბავშვებისთვის ცურვის შესწავლის უფასო პროგრამა იწყება.

ქალაქში რეგისტრირებული 4-დან 16 წლამდე ასაკის 50 ბავშვი ორთვიან სასწავლო კურსს ფოთის საცურაო კომპლექსში გაივლის.

პროექტის დასასრულს გაიმართება ტურნირი, რომელიც სამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდება.

პროგრამა ხორციელდება ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს ინიციატივით, ასევე სსიპ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს პროექტის — „ქალაქ ფოთში დევნილი ბავშვებისთვის ცურვის ტურნირისა და მოსამზადებელი პერიოდის დაფინანსება“ ფარგლებში.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ 28 სექტემბრამდე.

საკონტაქტო ტელეფონები: 551 91 25 91, 599 70 27 20.