- ფოთში, კუნძულის სანაპიროზე მიმდინარეობს თანამედროვე ჰარდის ტიპის საჩოგბურთო კორტების მოწყობა.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა ახალი გარე განათების სისტემა, მიმდინარეობს ტრიბუნების რეაბილიტაცია და ტერიტორიის კეთილმოწყობა.

