ფოთში უფასო სამედიცინო კვლევები ჩატარდება

  • ფოთში, 28 თებერვალს, უფასო სამედიცინო კვლევები ჩატარდება.

აქციის ფარგლებში, მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალის ,,მედცენტრის” მაღალკვალიფიციური ექიმები მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო კვლევებს ჩაატარებენ.

პაციენტებს 11:00-საათიდან 17: 00-საათამდე შეეძლებათ ისარგებლონ შემდეგი სამედიცინო სერვისების მომსახურებით:

რინოსკოპია, ოტოსკოპია, ფარინგოსკოპია, ტონომეტრია, ოფთალმოსკოპია, მხედველობის განსაზღვრა, სათვალის შერჩევა.

გამოკვლევების ჩასატარებლად წინასწარი რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის.

მისამართი: ქალაქი ფოთი, აღმაშენებლის N 16 (ქალაქ ფოთის N 15 საჯარო სკოლის შენობა).