ფოთში შავი ზღვის დაბინძურების ფაქტზე დაწყებული ადმინისტრაციული საქმის წარმოების ფარგლებში, 3 სამართალდარღვევა გამოვლინდა

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ქალაქ ფოთში შავი ზღვის დაბინძურების ფაქტზე დაწყებული ადმინისტრაციული საქმის წარმოების ფარგლებში, 3 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, თევზისა და ზღვის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოს მიმართ 3 ოქმი შეადგინეს: ნარჩენების მართვის კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით – სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ცხოველის სისხლით გარემოს დაბინძურება; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით – წყლის ობიექტების დაბინძურება/დანაგვიანება და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 82 პრიმა 2 მუხლის პირველი ნაწილით – ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა.

“მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, ფოთის რაიონულ სასამართლოს გადაეცემა. ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ჩაედინება დაბინძურებული წყლის ნაკადი ზღვაში, სოციალურ ქსელში 26 მარტს გავრცელდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები მყისიერად გამოცხადდნენ ადგილზე და შესაბამისი რეაგირება მოახდინეს. დათვალიერებისას დადგინდა, რომ თევზისა და ზღვის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოს მიერ, ნავმისადგომზე, სეინერებიდან სპეციალურ ავტომანქანებში, შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე მოპოვებული თევზის გადმოტვირთვა ხორციელდებოდა, რა დროსაც დაფიქსირდა გამოყენებული/ნაწრეტი სისხლნარევი წყლების ხმელეთიდან ზღვის ავკატორიაში ჩაღვრა.”-აღნიშნულია ინფორმაციაში,