- ქალაქ ფოთში, საგზაო სამუშაოების განხორციელების პროცესში, მესამე პირის მიერ დაზიანდა წყალმომარაგების მაგისტრალური მილი, რის გამოც ქალაქის წყალმომარაგება დროებით შეზღუდულია. ინფორმაციას ამის შესახებ წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
“დაზიანების ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფი, რომელიც ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს აღდგენით სამუშაოებს.
„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.
დამატებით ინფორმაციას აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.