ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ფოთში

  • ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერიის ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ცენტრალურ პარკში პატარებისათვის სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები და კონცერტები ჩატარდა.

უწყების ცნობით, მოეწყო საზეიმო მსვლელობა, დრამერების შოუ, გამოფენები , სპორტული საჩვენებელი სანახაობები. ჩატარდა მასტერკლასი ფოთელი წარმატებული სპორტსმენების მონაწილეობით. გაცოცხლდა ეპიზოდები სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებებიდან – ,,იაკობ გოგებაშვილის კვალდაკვალ…“