“განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ფოთში აღმაშენებლის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

  • პრემიერ მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამა “განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონის ცხრავე მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს.

“განახლებული რეგიონების” პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ გიორგი ციბაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. ახალი პროექტების შედეგად განახლებული ურბანული მდებარეობები ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *