თაკო სარდალიშვილი გაცვლითი პროგრამის გამარჯვებულია

  • თაკო სარდალიშვილი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სამოქალაქო ჩართულობის გაცვლითი პროგრამის (community engagement exchange program) გამარჯვებული გახდა, რომელშიც 100 ქვეყნის 6700 აპლიკანტი მონაწილეობდა.

თაკო კვალიფიკაციის ასამაღლებლად 100%-იანი დაფინანსებით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება.

ამერიკაში პრაქტიკის დასრულების შემდეგ, პროგრამა ითვალისწინებს მიღებული ცოდნის გაზიარებას და პროექტის განხორციელებას საქართველოში.

თაკოს ფსიქოლოგიის ბაკალავრის ხარისხი მიღებული აქვს ლიეტუვაში. ასევე არის სხვადასხვა საერთაშორისო პროექტის მონაწილე. ამჟამად მუშაობს ქალაქ ფოთის მერიაში ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ფსიქოლოგის პოზიციაზე.

ინფორმაციას ფოთი ჩემი ქალაქია ავრცელებს.