მერია: სააკაძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

  • ფოთის მერიის ინფორმაციით, ფოთში, სააკაძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, ორ კილომეტრიან მონაკვეთზე იგება ასფალტის საფარი.

უწყების ცნობბით, განხორციელდება საგზაო მონიშვნის სამუშაოები.

“რაც შეეხება ფალიაშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს, სამუშაოები უახლოეს პერიოდში, პროექტის კორექტირების შემდეგ, აქტიურ რეჟიმში განახლდება”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.