- ფოთელი მოკრივე შოთა ჯიქია საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.
ფოთის მერიის ინფომაციით, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში დასრულდა დანას პოზნიაკას სახელობის კრივის XVIII საერთაშორისო ტურნირი, სადაც საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 71 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა ფოთელმა სპორტსმენმა შოთა ჯიქიამ.