სტიპენდიატები, გიგა ტიკარაძე და არჩილ გურგენაძე ბულგარეთში ისწავლიან

  • ფოთის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, ფოთელი სტუდენტები ბულგარეთში ისწავლიან.

სტიპენდიატები, გიგა ტიკარაძე და არჩილ გურგენაძე, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალში, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე სწავლობენ, სადაც სრულფასოვან უმაღლეს განათლებას იღებენ. ისინი ქალაქ ვარნაში, ნიკოლაი ვაპტსაროვის საზღვაო სამხედრო აკადემიაში, 2 თვით გაემგზავრნენ.

ფოთის მუნიციპალიტეტი გააგრძელებს სტუდენტების სტიპენდიებით წახალისებას და გაცვლითი პროგრამების დაფინანსებას სხვადასხვა საერთაშორისო საზღვაო საგანმანათლებლო ორგანიზაციაში.

გიგა და არჩილი უკვე ბულგარეთში არიან.

ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს