ფოთის “კოლხეთი 1913” – მა ეროვნული ლიგა 2-ის საგზური მოიპოვა

  • ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთის “კოლხეთი 1913” -მა ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, ეროვნული ლიგა 2-ის საგზური მოიპოვა.

“მადლობას ვუხდით ყველას ჩვენს ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, გუნდის ხელმძღვანელს ბატონ მამუკა ჯუღელს და გულშემატკივრებს. დარწმუნებული ვართ, “კოლხეთი 1913″ მალე დაბრუნდება ეროვნულ ლიგაში. წინ ბევრი გამარჯვებაა”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.