ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ სამსახურების ახალი უფროსები წარადგინა

  • ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს გვანცა გვაძაბია, ხოლო ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურს გიორგი თოლორდავა უხელმძღვანელებს.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გვანცა გვაძაბია პროფესიით მედიაკომუნიკაციის სოციოლოგია. მას საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორში მუშაობის 9 წლიანი გამოცდილება აქვს. 2021 წლის დეკემბრიდან გახლდათ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრი.

გიორგი თოლორდავა გახლავთ საჯარო მმართველობის მაგისტრანტი. სხვადასხვა დროს არაერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში. აქვს დიდი გამოცდილება ინფრასტუქტურის მიმართულებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *