ფოთმა ინტელექტუალურ თამაშებში ღია ჩემპიონატს უმასპინძლა

  • ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა ინტელექტუალურ თამაშებში ღია ჩემპიონატს უმასპინძლა.

თამაშებში – ,,რა? სად? როდის?’’, “ბრეინ-რინგი”, “ჯეპარდი” ფოთელ ახალგაზრდებთან ერთად საქართველოს საუკეთესო მოაზროვნეები მონაწილეობდნენ.

ფოთის ღია ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშებში , ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს