ფოთში მოსახლეობას იმუნიზაციის გააქტიურებისთვის მთავრობის მიერ შემუშავებული წამახალისებელი პროგრამები გააცნეს

  • კოვიდ რეგულაციების დაცვით, მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრაზე ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ ვაქცინაციის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნა, რომ ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამის ფარგლებში საწყისი ასაკის 50 წლამდე დაწევა იმუნიზაციის ტემპს გაზრდის.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ამდინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა მხეიძემ ადგილობრივებს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება გააცნო და არსებულ იმუნიზაციის ცენტრებზე ინფორმაცია მიაწოდა.

ფოთში ვაქცინაცია 5 სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი. იმუნიზაციის ხუთივე ცენტრში აცრა ქვეყანაში არსებული ყველა ვაქცინითაა შესაძლებელი.აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამა გრძელდება 2022 წლის იანვარში.წახალისების პროგრამით სარგებლობა ახლა უკვე 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ.კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზის ჩატარების შემდეგ 200-ლარიანი ერთჯერადი დანამატი ავტომატურად ჩაერიცხება ვაქცინირებულ პირს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *