ფოთში ახალგაზრდული საბჭო შეიქმნა

  • მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ახალი თაობის აქტიურად ჩართულობისა და მათთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად – ფოთში, ახალგაზრდული საბჭო შეიქმნა.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერის სათათბირო ორგანო- ახალგაზრდული საბჭო ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებასა და დაგეგმვაზე, ახალგაზრდების საჭიროებებისა და ინტერესების კვლევაზე იმუშავებს; უზრუნველყოფს თვითმმართველობის საქმიანობისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ თანატოლების ინფორმირებას.

საბჭო, 16 ფოთელი ახალგაზრდისგან შედგება. თითოეული მათგანი კომისიის მიერ, კონკურსის საფუძველზე შეირჩა.

უწყების ცნობით, ახალგაზრდების ხელშეწყობა და მხარდაჭერა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, შესაბამისად, ახალგაზრდებზე ორიენტირებული არაერთი პროექტი იგეგმება და ხორციელდება.