ფოთში, ბავშვთა საავადმყოფოს ყოფილ შენობას ცეცხლი გაუჩნდა

  • ფოთში, მალთაყვას უბანში, ხანძარი იყო. ცეცხლი ბავშვთა საავადმყოფოს ყოფილ შენობას გაუჩნდა, რომელიც ამ ეტაპზე უფუნქციოა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.