ფოთში ექვსი სკოლა ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდა

  • საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის, გოჩა ქორქიას განცხადებით, ფოთში მდებარე პირველი, მეორე, მესამე, მეხუთე, მე-11, მე-15 საჯარო სკოლები, ორი კვირით სწავლების ონლაინრეჟიმზე გადავიდნენ.

“ექვსი სკოლა სრულად გადავიდა ონლაინრეჟიმზე. ესენია: I, II, III, V, XI და XV საჯარო სკოლები. ბევრი იზოლაციაშია გადასული და შეუძლებელი გახდა სასწავლო პროცესის ასე მართვა. იძულებული გავხდით, გადავსულიყავით ორი კვირით ონლაინზე. შეიძლება, ამ ორ კვირაში ცოტა დასტაბილურდეს სიტუაცია. რაც შეეხება სხვა სკოლებს, ჯერ ჩვეულებრივად მიმდინარეობს სწავლა. თუმცა, თუ აუცილებელი იქნება, წერტილოვნად შევზღუდავთ, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით, ამის აუცილებლობა არ არის“, – განაცხადა გოჩა ქორქიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *