ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლის ნაპირაღდგენით სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

  • ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლის (კუნძული დიდის) ნაპირდაცვით/ნაპირაღდგენით სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა.

ფოთის მერიის ინფორმაციით, პროექტის განხორციელების შედეგად გადაიჭრება მნიშვნელოვანი საკითხი – შტორმისა და უხვნალექიანობის დროს სანაპირო ინფრასტრუქტურის დაცვის უზრუნველყოფა.

პროექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 მილიონ 759 ათას 167 ლარს შეადგენს.

სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

პროექტის დასრულების შემდეგ, სანაპირო ზოლს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

ინფორმაციისთვის: ნაპირსამაგრი სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.