ფოთში, ნიკოლაძის სანაპიროზე გზის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო

  • ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში, ნიკოლაძის სანაპიროზე გზის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო.

პროექტის ფარგლებში 1კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგება ორფენიანი ასფალტო-ბეტონის გზის საფარი, მოეწყობა გარე განათების სისტემა, სანიაღვრე არხები, ბორდიურები, გადასასვლელი ხიდბოგირები, უსაფრთხოების კუნძულები. ასევე, მოეწყობა ველო ბილიკი.

სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება საგზაო ნიშნების მონტაჟი და გზის მონიშვნის სამუშაოები.

პროექტის ღირებულება 2 295 064 ლარს.