- ფოთში, სტიქიის შედეგად დაზიანებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების აღდგენითი სამუშაოები გრძელდება.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაო ჩაუტარდა 55 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავს, მათ შორის 4 მისამართზე სრული გადახურვა განხორციელდა.
ამ ეტაპზე გადახურვის სამუშაოები 14 ლოკაციაზე მიმდინარეობს:
მოწერელიას ქუჩა N31;
თამარ მეფის ქუჩა N52;
სამეგრელოს ქუჩა N30;
9 აპრილის ხეივანი N27;
9 აპრილის ხეივანი N20;
მზარელუას ქუჩა N38;
მიქაბერიძის ქუჩა N4;
ბარბაქაძის ქუჩა N2 ;
კოსტავას ქუჩა N7;
ნინო ჟვანიას 4;
სამეგრელოს 16;
არზიანის 11;
წმ ნინოს 3 ;
9 აპრილის 26 .
ჯამში გადახურვის ღონისძიებები 69 მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში განხორციელდება.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ფოთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად 2 მილიონ 200 ათასი ლარი გამოიყო.