ფოთში, ყირგიზეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო გაიხსნა

  • ფოთში, ყირგიზეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია მოადგილეებთან და ქალაქ ფოთის მერთან ერთად დაესწრო.

სახელმწიფო რწმუნებული, ყირგიზეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კაირატ ოსმონალიევს შეხვდა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე იმსჯელეს.