ფოთში 37 ერთეული სახელმწიფო ამომცნობი და ორი ზოგადი ხედვის კამერა დამონტაჟდა

  • ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე, 37 ერთეული სახელმწიფო ნომრის ამომცნობი და 2 ზოგადი ხედვის კამერა დამონტაჟდა.

ვიდეოკამერების განთავსების ადგილზე დამონტაჟებულია საგზაო გამაფრთხილებელი აბრები, რათა ვიდეო კონტროლის თაობაზე წინასწარ მოხდეს მძღოლების ინფორმირება.

ნომრის ამომცნობი და ზოგადი ხედვის კამერების ლოკაციებია:

წმინდა გიორგის ქუჩა, გურიის ქუჩა, აკაკის ქუჩა, ფაზისის ქუჩა, ნინოშვილის ქუჩა, რუსთაველის რკალი, ბარათაშვილის ქუჩა, იერუსალიმის ქუჩა, ზერაგიას ქუჩა, 26 მაისის ქუჩა, თავდადებულის ქუჩა, ბერდიანსკის ქუჩა, სოხუმის ქუჩა, კუნძულის სანაპირო ზოლი, დავით აღმაშენებლის ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა, 9 აპრილის ხეივანი, გორგასლის ქუჩა, ნიკოლაძის სანაპირო, წმ. ნინოს ქუჩა რკინიგზის მოედანი, ჩხაიძის ქუჩა და კოლხეთის ქუჩა.

აღნიშნულ მისამართებზე კამერები უახლოეს პერიოდში ამოქმედდება და ნებადართული სიჩქარე 40 კმ/სთ იქნება.