- ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მაკალათიასა და ჭონქაძის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა. პროექტის ფარგლებში დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარის ორი ფენა და მოეწყო ახალი სანიაღვრე სისტემა.
ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ აღნიშნა, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების მიმართულებით აქტიურად ხორციელდება სამუშაოები როგორც სახელმწიფო, ისე ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, რაც ეტაპობრივად ქალაქის ყველა ქუჩას მოიცავს.

