- ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფებს საშუალება ეძლევათ ჩაერთონ კონკურსში, წარმოადგინონ პროექტები და ინიციატივები და მოიპოვონ დაფინანსება.
ახალგაზრდებისთვის/მოზარდებისთვის/ ბავშვებისთვის ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის დაფინანსების/თანადაფინანსების პროგრამას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი ახორციელებს.
ჩაერთე კონკურსში და გამოგზავნე განაცხადი!
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2026 წლის18 მაისიდან.
საპროექტო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 13 ივლისი, 17:00 საათი.
პროგრამა ხელს შეუწყობს ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობის წახალისებასა და გაძლიერებას ქალაქ ფოთში.
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, განაცხადი უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე- poti.youth@gmail.com ან მატერიალური სახით დაარეგისტრირონ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში (მისამართი: ქ. ფოთი, აღმაშენებლის 12) .
საკონტაქტო ტელეფონი: 591 41 75 24.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია და საკონკურსო განაცხადის ფორმები, იხილეთ ბმულზე: https://tinyurl.com/5hcduux2
ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს

