ფოთში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა

  • მედიის ინფორმაციით, ფოთში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა. ცეცხლი რუხაძის ქუჩაზე მდებარე მაღალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გვიან ღამით გაჩნდა.

შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. მობილიზებული იყო პოლიცია.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.