- 15 მაისს, ქართული კინოს დღეს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი წარადგენს ქართული კინოს მარათონს.
ფოთის მერიის ინფორმაციით, ქალაქ ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, 16:00 საათზე გაიმართება ზაზა ურუშაძის ფილმის “სამი სახლი” ჩვენება.
კინომარათონი საქართველოს 20 ქალაქში და 5 ქვეყანაში ჩატარდება.
ქართული კინოს 115 წლიანი მრავალფეროვანი ისტორიიდან მარათონის პროგრამა მაყურებელმა ღია გამოკითხვის მეშვეობით, თავადვე შეარჩია.
კინოჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.