- ფოთში გაიმართა ქართული ლიგის ფესტივალი, სადაც ფოთის, ხობის და სენაკის გუნდები მონაწილეობდნენ.
ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვება მოიპოვეს გუნდებმა:
ფოთი – ჯგუფი „გრანდი“.
ხობი – ჯგუფი „არ ველოდი“.
სენაკი – ჯგუფი „ბორბოლია“.
ფესტივალს საქართველოს პარლამენტის წევრი, ფოთის, სენაკისა და ხობის დელეგატი, გიორგი ხახუბია, მუნიციპალიტეტების მერები, სენაკის მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია და სხვა მოწვეული პირები ესწრებოდნენ.

