ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ფოთელმა მძლეოსნებმა მეორე ადგილი მოიპოვეს

  • ქალაქ ფოთის სპორტის და ტურიზის ცენტრის ინფორმაცით, ბათუმში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გუნდურ შერეულ ამანათრბენში – დისტანციით 6×60 მეტრი, მეორე ადგილი მოიპოვეს ფოთელმა მძლეოსნებმა: არჩილ ჯანაშიამ და ლიზა კარდანიუკმა.

ინფორმაციისთვის: საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ქვეყანაში უპრეცედენტო მულტისპორტული პროექტია, რომელიც საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით პირველად ტარდება. მულტისპორტული შეჯიბრება სპორტის 17 სახეობაში 14-17 წლის სპორტსმენებს შორის იმართება და მასში საქართველოს 12 რეგიონის ნაკრები გუნდები მონაწილეობენ.