სინოპტიკოსების პროგნოზით, 23-25 დეკემბერს ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი

  • გარემოს ეროვნული სააგენტო, 23-25 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 23 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 24 დეკემბრიდან დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

“ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 23 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24-25 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 23 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24-25 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 23 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24-25 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 23 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24-25 დეკემბერს თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +5 გრადუსი დაფიქსირდება.”-ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.