გიგი უგულავას კორონავირუსი დაუდასტურდა

  • ფოთში მერობის კანდიდატს “ნაციონალური მოძრაობიდან”, გიგი უგულავას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უგულავა ავრცელებს.

“დამიდასტურდა კოვიდი. ძალიან უდროო დროს კი დამატყდა. კარგად ვარ. აცრილიც ვარ. გამოჯანმრთელებამდე ფოთის კამპანიაში ონლაინ მივიღებ მონაწილეობას. იმედი მაქვს, 10 დღეში დავდგები ფეხზე. არცერთი დღე არაა დასაკარგი. გამარჯვება ახლოსაა. მას გაფორმება სჭირდება. ჩემზე არ იდარდოთ. ახლა მიშაა მისახედი ციხეში”,-წერს გიგი უგულავა.

ინფორმაციისთვის, გიგი უგულავა თვითმმართველობის არჩევნებში იღებს მონაწილეობას. მან პირველ ტურში ფოთში ხმების 38.09% მიიღო. მისი კონკურენტი მეორე ტურში “ქართული ოცნების” კანდიდატი, ბექა ვაჭარაძე იქნება, რომელმაც პირველ ტურში 46.86% მიიღო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *